მუჰთარ კენტი -კომპანია ,,კოკა-კოლას” აღმასრულებელი დირექტორი
მუჰთარ კენტი დაიბადა 1952 წელს ნიო-იორკში. მისი მამა, ნექდეთ კენტი, გახლდათ თურქეთის მთავარი კონსული. მუჰთარმა დაამთავრა ტარსუს ამერიკული კოლეჯი მერმისში, თურქეთში, 1971 წელს და გაემგზავრა გაერთიანებულ სამეფოში, სადაც სწავლა გააგრძელა ჰულის უნივერსიტეტში(ლონდონი).
მუჰთარ კენტს აქვს მინიჭებული ეკონომიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი ჰულის უნივერსიტეტში და ასევე სიტის უნივერსიტეტის (ლონდონი) ბიზნეს სკოლაში – მმართველობის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. იგი ასევე ფლობს ატლანტის უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს და ჰულის უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხს.
მუჰთარ კენტი არის დაქორწინებული დეფნი კენტიზე. წყვილს ჰყავს ორი შვილი: სელინი და ქემი. Read more »
პერსონალის შერჩევა
წარსულში ხელმძღვანელები ხშირად არჩევდნენ ახალ თანამშრომლებს კადრების სამსახურების გარეშე. ამ დროს ისინი ეყრდნობოდნენ საკუთარ ინტუიციას და გამოცდილებას, აგრეთვე რეკომენდაციას წინა სამუშაო ადგილიდან. ხშირი შეცდომები კი იწვევდა თანამშრომელთა ხშირ განთავისუფლებას და ახლის დანიშვნას. ასეთი მიდგომა არაეკონომიური და არაეფექტიანი იყო. თანამედროვე პირობებში პერსონალის მართვის პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა კადრების შეკრება და შერჩევა. ნებისმიერი ორგანიზაციის მომავალი საქმიანობა პერსონალის მართვის სფეროში დიდაა დამოკიდებული იმაზე თუ როგორი კადრები იქნა შერჩეული და როგორ ჩატარდება შერჩევის პროცესი. საჭიროა მთელი სერიოზულობით მოვეკიდოთ პერსონალის მართვის ამ ეტაპს რათა ადგილი არ ჰქონდეს Read more »
აკიო ტოიოდა – კორპორაცია ტოიოტას პრეზიდენტი
აკიო ტოიოდა დაიბადა 1956 წლის 3 მარტს. მან დაიწყო მუშაობა კორპორაციაში 1984 წელს. ტოიოდა მუშაობდა კორპორაციის ჩრდილოეთ ამერიკის ფილიალის პრეზიდენტად. 2000 წელს ის გახდა დირექტორთა საბჭოს წევრი. 2009 წლამდე ის გახლდათ კომპანია ჰიტაჩის და ჰონდა მოტორსის პრეზიდენტი. 2005 წლის 21 იანვარს ტოიოდა გახდა კომპანიის ვიცე პრეზიდენტი და ეს თანამდებობა ეკავა 2009 წლის ივნისამდე. 2009 წლიდან დღემდე იგი გახდა კორპორაცია ტოიოტას არჩეული პრეზიდენტი.
2011 წელს მისმა წლიურმა ხელფასმა შეადგინა 135 მლნ იაპონური იენი (დაახლოებით $1,758,918.54), ხოლო მისი ქონება შეადგენს დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარს.
მარქ ზუქერბერგი-ყველაზე ახალგაზრდა შემთხვევითი მილიარდელი?!
სოციალურმა ქსელმა ფეისბუქმა ინტერნეტ ტექნოლოგიებში გადატრიალება მოახდინა. შეიქმნა ქსელი, სადაც დღეისათვის მომხმარებელთა რაოდენობამ ნახევარ მილიარდს გადააჭარა. თითოეულ მომხმარებელს კი ჰყავს დაახლოებით 130 მეგობარი. დღეისათვის გვერდის ინტერფეისი გადათარგმნილია 70 ენაზე და მილიონზე მეტი კომპანია 180 ქვეყნიდან იყენებს სოციალურ ქსელს საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის. სოციალურ ქსელი პოპულარულია ასევე მობილურის მომხმარებლებისათვის. დაახლოებით 60 ქვეყნიდან 200 მობილური ოპერატორის საშუალებით 200 მილიონზე მეტ მომხმარებელს აქვს წვდომა ფეისბუქში. ეს არის ქსელი, რომელსაც აქტიურობად იყენებენ როგორც ბიზნეს კომპანიები საკუთარი პროდუქციის რეკლამისთვის და პოლიტიკოსები საკუთარი იმიჯის პოპულარიზაციისთვის, ასევე სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები გართობისთვის. ფეისბუქმა გადამწყვეტი როლი ითამაშა აშშ-ს პრეზიდენტის ბარაქ ობამას გაპრეზიდენტებაში. თუმცა აშშ-ს პრეზიდენტი გვაფრთხილებს, რომ ვიყოთ ყურადღებით, როდესაც ფეისბუქში ვსაქმიანობთ. ის შეიძლება მომავალში წინ დაგვხვდეს როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი ჩვენ საქმიანობაში. Read more »
არასამთავრობო ორგანიზაცია და საზოგადოება
ეკონომიკის რეფორმირების და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება არასამთავრობო, არასამეწარმეო სფეროს ოპტიმალურ განვითარებას. ცივილიზებულ ქვეყნებში დიდი ხნის დამკვიდრებულია ცნება – ,,მესამე სექტორი”, რომელშიც იგულისხმება არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლიობა. ტერმინი – ,,არასამთავრობო” ნიშნავს იმას, რომ ასეთი ორგანიზაციები სახელმწიფოსგან ინსტიტუციონალურად დამოუკიდებელნი არიან, ხოლო ტერმინი ,,არასამეწარმეო” მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი ორგანიზაციების მიზანს არ წარმოადგენს მოგების მიღება და მისი განაწილება დამფუძნებლებს შორის. Read more »
მართვის მოლეკულა ,,7-S”
რა არის მაკკინზის 7-S მოდელი?
საკონსულტაციო კომპანია ,,მაკკინზი და კომპანის” მიერ 80-იან წლებში შეიქმნა მაკკინზის ,,7-S მოდელი.” მოდელს ასობით ორგანიზაციის ანალიზის დროს იყენებდნენ. სტატიაში განვიხილავთ მოდელის თითოეულ კომპონენტს და მათ შორის ურთიერთკავშირს. მოდელს სახელი კომპანიის თანამშრომლებმა დაარქვეს. ,,მაკკინზი და კომპანი” საკმაოდ ცნობილი ბიზნეს ანალიტიკური და კვლევითი დაწესებულება იყო იმდროინდელ ბიზნეს ინდუსტრიაში. კომპანიის მიერ შექმნილი ეს მოდელი მომავალში 70-ზე მეტი მსხვილი ორგანიზაციის ანალიზისთვის გამოიყენეს. მოდელი საკმაოდ ცნობადი და ადვილად დასამახსოვრებელია. მასში შესული ყველა ცვლადის ინგლისური დასახელება იწყება ,,S”-ით. Read more »
ფსიქოლოგიური ტესტი და მისი გამოყენება კადრების მართვაში
ფსიქოლოგიური ტესტი არის კარგად შერჩეული, სისტემური და სტანდარტიზებული პროცედურა კანდიდატებისაგან მიღებული პასუხების ნიმუშის დასამუშავებლად. ამ პროცედურის გამოყენება შესაძლებელია კანდიდატების რამდენიმე ფსიქოლოგიური თვისების განსაზღვრაში. ფსიქოლოგიური ტესტები არის საზომი საშუალება, რისთვისაც მათ ხშირად უწოდებენ ფსიქომეტრიკულ ტესტებს. ფსიქომეტრიკა სიტყვასიტყვით “გონებრივ საზომს” ნიშნავს. ფსიქოლოგიური ტესტის მიზანია პიროვნების იმ უნარისა თუ თვისებების გაზომვის ობიექტური საშუალების უზრუნველყოფა, რაც შემრჩევს საშუალებას აძლევს უკეთ გაერკვეს პიროვნებებში, ისე, რომ შეძლოს ივარაუდოს ის, თუ რამდენად წარმატებულნი იქნებიან ეს ადამიანები სამუშაოზე.
კარგი ტესტის მახასიათებლები
კარგი ტესტია ის, რომელიც იძლევა საფუძვლიან მონაცემებს, რითაც შესაძლებელია ქცევის საიმედო პროგნოზის გაკეთება, და აქედან გამომდინარე, გვეხმარება ობიექტური და არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღებაში, სამუშაოზე ადამიანების შერჩევის დროს. ტესტი უნდა ემყარებოდეს ყოვლისმომცველ კვლევას, რომელმაც ჩამოაყალიბა სტანდარტიზებული კრიტერიუმები. ტესტი შედგენილი უნდა იყოს ობიექტურად წარმართული ჯგუფის ნორმალურ თუ საშუალო შრომის ნაყოფიერებაზე (მუშაობაზე) დარყნობით. Read more »
მართვის სისტემის ისტორიული საფუძვლები
ისტორია გვიჩვენებს, რომ ბიბლიური დროიდან ადამიანები აღწევენ რაიმეს სხვების მეშვეობით. თანამედროვე ხელმძღვანელები წარმატებას აღწევენ ორგანიზაციული ცოდნით, ანუ მართვის შედეგად. ეს წარმოადგენს თეორიის წყაროს, რომელიც მმართველებმა უნდ გამოიყენონ საკუთარი საქმიანობის წარმართვის მიზნით. მართვის ზოგადი განმარტების მიხედვით, ეს არის ორგანიზაციული შედეგების ეფექტურად მიღწევა სხვა ადამიანების საშუალებით და მათთან ერთად. მართვის, როგორც მეცნიერების შესწავლა დაიწყო მართვის კლასიკური მიდგომებით. ისეთმა ადამიანებმა, როგორიცაა ფრედერიკ ტეილორი, ფრანკი და ლილიან გილბერტი, ჰენრი ფეიოლი და მარკ ვებერი, დიდი წვლილი შეიტანეს კლასიკური მართვის, ადმინისტრაციული პრინციპებისა და ორგანიზაციული ბიუროკრატიული სფეროების განვითარებაში. Read more »
საინვესტიციო კანონმდებლობა
საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ბოლო დროის განმავლობაში. ქვეყანა საბჭოთა ეკონომიკიდან გადავიდა საბაზრო ეკონომიკაზე. დღეისათვის მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას. ეს კი შეუძლებელია კანონმდებლობის გარეშე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს კანონმდებლობას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკას. სტაბილური საინვესტიციო გარემო ჩვენ ქვეყანაში მოზღვავებული პირდაპირი და პორტფელური ინვესტიციების მოზიდვის საწინდარია. საქართველოს საინვესტიციო კანონმდებლობა იხვეწება და ორიენტირებულია მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნაზე.
უცხოელ ინვესტორად ითვლება უცხოეთის სახელმწიფო მოქალაქე. აგრეთვე საქართველოს მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საზღვარგარეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საწარმო, რომელშიც უცხოელი ინვესტორის წილი შეადგენს არანაკლებ 25%-ს, სარგებლობს იმავე უფლებით, როგორც უცხოელი ინვესტორი. Read more »
ბიზნესის მხარდაჭერის 15 პოსტულატი
საქართველოში პროდუქციის მწარმოებელი ორგანიზაციების საქმიანობის ხელშწყობის, ინვესტიციების წახალისებისა და რეინვესტიციის მექანიზმის შექნისთვის წარმოდგენილი პოსტულატები:
1. ბუღალტრული აღრიცხვის გამარტივება და სახელმწიფოს მხრიდან მასზე კონტროლის გამკაცრება. საკონსულტაციო, სააღრიცხვო ზედამხედველობა სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობით;
2. საწარმოს მფლობელის მხრიდან, რეინვესტიციის შემთხვევაში, რეინვესტირებული თანხის გაორმაგება, სახემწიფო ბიუჯეტის ან სახელმწიფო ფონდების ხარჯზე;
3. ახალი ტექნოლოგიების დანერგვის დროს, ტექნიკური გადაიარაღებისას, ძირითადი ან/და საწარმოო საშუალებების საწარმოში შეტანის, მონტაჟის შემთხვევაში, პირდაპირი სატრანსპორტო ხარჯების დაფარვა სახელმწიფოს მხრიდან;
4. იმპორტირებული საწარმოო ხაზების, ტექნიკის, საწარმოო საშუალებების საბაჟო გადასახადების დაფინანსება (დაფარვა/ანაზღაურება);
5. ტექნოლოგიების და/ან ტექნიკის მწარმოებელ, ან შემომტან ქართულ კომპანიებზე უპროცენტო სესხების გაცემა;
6. ექსპორტზე გატანილი ტვირთების ტრანსპორტირების დაფინანსება (პირდაპირი ხარჯების დაფარვა);
7. სახელმწიფო ქონების შესყიდვის დროს, ტენდერებში მონაწილეობის მიღებისას, უპირატესობის მინიჭება, (სავაჭრო , მომსახურეობის) სხვა სფეროში დაკავებული კომერციული ორგანიზაციების წინაშე;
8. კონსულტაციების, სერთიფიკატების, ნებართვების გაცემებზე გაღებული სახსრების ანაზღაურება სახემწიფოს მხრიდან;
9. ჭარბი ფუჭებადი გადასამუსავებელი პროდუქციის შენახვის და გადამუშავების დაფინანსება;
10. რეალიზაციის ქსელში ადგილობრივი, წარმოებული პროდუქციის რეალიცაციის სტიმულირება, უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქციის ნორმატიულ, ბიო/ეკოლოგიურ, ვარგისობის ხარისხზე მკაცრი ნორმების შემოღება;
11. ტექნოლოგიური ხაზების მონტაჟის ხარჯების დაფარვა;
12. საწარმოების დარგობრივი ასოციაციების სტიმულირება სახელმწიფო საგრანტო პროგრამების ხარჯზე;
13. ეკოლოგიურად სუფთა, ბიოპროდუქციის მწარმოებელ კომპანიების სტიმულირება გაწეული კომუნალური ხარჯების 10% დაფარვის ხარჯზე;
14. ყველა სადაზღვეო ხარჯების გაწევა;
15. მწარმოებელთათვის ნებართვების მიცემა, უცხოური იაფი სამუშაო ძალის, ქვეყანაში დაუბკოლებლად შემოყვანი შესახებ. ადგილობრივი მუშა–პერსონალის გადამზადების ხარჯების დაფარვა.
საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო აგროკავშირი
გასაუბრება – გზა ეფექტური გუნდის ჩამოყალიბებისკენ
შერჩევითი გასაუბრება ეს არის კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა გაკეთდეს დასკვნა კანდიდატის შესახებ. აქედან გამომდინარე, გასაუბრება გულისხმობს კანდიდატის შესაძლებლობების შესახებ მონაცემების დამუშავებას და შეფასებას. ზოგიერთი მონაცემი განცხადების ბლანკშია აღნიშნული, მაგრამ გასაუბრების მიზანია მონაცემების შევსება გამოცდილებისა და პირადი მახასიათებლების შესახებ, რომლის მოპოვება შესაძლებელია კანდიდატთან პირისპირ შეხვედრით.ასეთი შეხვედრები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გამომკითხველებმა გამოთქვან თავისი აზრი, თუ რამდენად შეესაბამება პიროვნება ორგანიზაციას. შერჩევითი გასაუბრების მიზანია სამ ძირითად კითხვაზე პასუხის გაცემა, კერძოდ:
>> შეუძლიათ თუ არა ამ ადამიანებს სამუშაოს შესრულება _ არიან თუ არა ისინი კომპეტენტურნი?
>> შეასრულებენ თუ არა ეს ადამიანები ამ სამუშაოს _ კარგად არიან თუ არა მოტივირებულნი? Read more »
ფული და ფინანსები
ხშირად როგორც სპეციალისტები, ისე რიგითი მოქალაქეები ,,ფინანსებს” და ,,ფულს” ერთი და იგივე მნიშვნელობით იყენებენ. ეკონომიკური თეორიის თანახმად ფული განსაკუთრებული პრივილეგირებული საქონელია, რომელიც სასაქონლო ფულადი ურთიერთობის განვითარებასთან ერთად ყველა სხვა საქონელს გამოეყო და საყოველთაო ექვივალენტის როლს ასრულებს. ე.ი. ყველა სხვა საქონელი შეიძლება აისახოს ან შეიცვალოს ფულით. რაც შეეხება ფინანსებს, მართალია იგი ფულადი ურთიერთობის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ფულადი ურთიერთობა არ ასახავს საფინანსო ურთიერთობას. მაინც რა არის ფინანსები? იმისათვის, რომ განვასხვავოთ ფინანსები, როგორც ფულადი ურთიერთობა სხვა ფულადი ურთიერთობისაგან უნდა განისაზღროს ფინანსების ცნება და აიხსნას მისი არსი.
ტერმინი ,,ფინანსები” წარმოშობილია ლათინური სიტყვიდან ,,Finansia”, რაც ნიშნავს შემოსავალს, გადასახდელს. სპეციალისტების აზრით საფინასო ურთიერთობების აღმოცენება შუა საუკუნოვან მოვლენებს უკავშირდება. XIII-XV საუკუნეებში, იტალიის სავაჭრო ქალაქებში, ფინანსებს ნებისმიერი ფულადი გადახდის მნიშვნელობით იყენებდნენ. ამგვარად ხსენებული ტერმინი, სუბიექტებს შორის ფულადი ურთიერთობის გარკვეული პროცესის აღსანიშნავად გამოიყენებოდა. უკვე შემდგომ პერიოდში ტერმინი ,,ფინანსების” გამოყენება საერთაშორისო მასშტაბით დაიწყო. ამასთან საფინანსო ურთიერთობის სფერო თავიდანვე შემოიფარგლებოდა და დაკავშირებული იყო ფულად გადახდასთან. ფული და სასაქონლო ფულადი ურთიერთობები კი არსებობდა ბევრად უფრო ადრე ვიდრე საფინანსო ურთიერთობები წარმოიქმნებდა. Read more »
ფერი რეკლამაში და PR
გოეთე: ,,ფერები ზემოქმედებას ახდენენ ადამიანის სულზე:
მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ისეთი ემოციები და აზრები,
რომლებიც ჩვენ ან გვამშვიდებენ, ან გვაღელვებენ”.
ბუნებაში არსებული ფერები, დროთა განმავლობაში, ადამიანებმა ცხოვრებაშიც გადმოიტანეს.…თავიდან მათში ისინი აღტაცებას იწვევდა, რადგან ვერ აეხსნათ მათი არსებობა. როდესაც ცისარტყელას უყურებდნენ, ღვთისგან მოვლენილი სასწაული ეგონათ, მაგრამ ამ მოვლენას შემდეგ ნიუტონმა უპოვა ახსნა.
ფერები PR-შიც (Public Relations) გვხვდება. ზოგადად, PR არის მეცნიერებისა და ხელოვნების შერწყმა, რომელიც გამოიყენება ადამიანებს შორის ურთიერთობის დასამყარებლად. აქვე აღსანიშნავია, რომ მას მარტივი ფორმულა აქვს. კერძოდ, გამოვაჩინოთ ,,კარგი’’ და დავმალოთ ,,ცუდი’’, რაც დაეხმარება ამა თუ იმ პერსონას ,,დადებითი იმიჯის’’ შესაქმნელად. Read more »
ინტერნეტ ბანკინგი – შენი ბანკი ეკრანზე
თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე დაჩქარებული სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და გაძლიერებული კონკურენციის პირობებში ბანკების გადარჩენისა და ნორმალური ფუნქციონირების ერთ-ერთ (თუ არა ერთადერთ) გზას სიახლეებისადმი მათი მუდმივი სწრაფვა და ინოვაციური საბანკო პროდუქტების დანერგვა წარმოადგენს. ინოვაციური პროცესი იწვევს ბანკის არსებული სტრუქტურის ცვლილებას, კერძოდ, ახალი და ტრადიციული ტექნოლოგიებისა და ინსტრუმენტების ურთიერთშერწყმას, რაც ხელს უწყობს მაღალკონკურენტიანი და ფინანსურად მყარი საბანკო სტრუქტურის ჩამოყალიბებას.
სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია ინტერნეტი, რომელიც, ფაქტობრივად, ერთმანეთთან მიერთებული კომპიუტერების საჯაროდ ხელმისაწვდომ ქსელურ სისტემას წარმოადგენს და რომელიც ქსელში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან ამავე ქსელში დაფიქსირებულ ნებისმიერ მომხმარებელთან სათანადო კავშირის დამყარების საშუალებას იძლევა. Read more »
საგადასახადო პოლიტიკა
პოლიტიკა ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ზოგადად ნიშნავს სახელმწიფოს მართვის ხელოვნებას, ხოლო ფინანსური პოლიტიკა სახელმწიფოს მიერ ფინანსური რესურსების ფორმირების, განაწილებისა და გამოყენების პროცესების რეგულირებისათვის განხორციელებული ღონისძიებების ერთობლიობაა, რომელიც შეიცავს საბიუჯეტო, საგადასახადო, საბაჟო, სადაზღვევო, საპენსიო, საინვესტიციო, საამორტიზაციო და სხვა პოლიტიკას. საგადასახადო პოლიტიკა ესაა გადასახადების ასაკრეფად სახელმწიფოს ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც ტარდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად, წარმოების მოცულობასა და მოსახლეობის გადახდისუნარიან მოთხოვნას შორის დისპროპორციის აღმოფხვრის მიზნით. Read more »

